"სოლერ, შენ მოსაკლავად 100 ათასს დავხარჯავ" - მამარდაშვილის კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელს დაემუქრა და გადააყენეს

AutoSharing Option
"ვალენსიამ", რომლის ღირსებასაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, პრეზიდენტი ანილ მურტი გადააყენა, - ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.

მიზეზი გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერია - მურტი გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ნახევარმცველ კარლოს სოლერს ემუქრებოდა: "თუ იანვარში უფასოდ წახვალ, მთელ პრესაში მოგკლავ. ამისათვის 100 ათას ევროს დავხარჯავ".

სინგაპურელი ფუნქციონერი სკანდალში ჯერ კიდევ აპრილში გაეხვია, როდესაც უხეშად ილაპარაკა "ვალენსიას" მფლობელ პიტერ ლიმსა და ქალაქის ხელისუფლებაზე.

ახალი პრეზიდენტის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, ჯერ კი კლუბს აკადემიის თავკაცი შონ ბაი ხელმძღვანელობს.

"ვალენსიას" გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან გუნდის ასპარეზობით და მუდმივი წარუმატებლობის
გამო მოითხოვენ, ლიმმა კლუბი გაყიდოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული