სეგუნდას პლეი-ოფში "ჟირონამ" ორი მატჩის ჯამში "ტენერიფეს" სძლია (0:0, 3:1) და "ალმერიასა" და "ვალიადოლიდის" შემდეგ ლა ლიგის საგზური მოიპოვა.
ამ კატალონიური კლუბის მფლობელები City Group-ის შეიხები არიან, სეზონის წინ გუნდი გააძლიერეს და პრიმერაშიც დააბრუნეს.
"ჟირონამ" ლა ლიგაში პირველად 2017/18 წლების სეზონში იასპარეზა, მე-10 ადგილი დაიკავა, თუმცა შემდეგ სეზონში სეგუნდაში გავარდა.