"ჟირონამ" "რეალს" "ბერნაბეუზე" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 თებერვალს, ლა ლიგას 24-ე ტურში "რეალი" სახლში 1:2 დამარცხდა "ჟირონასთან".

"ჟირონამ" სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და ბლანკოსს სენსაციურად სძლია. კატალონიურმა გუნდმა ბოლო 11 შეხვედრაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

შეწყდა "სამეფო გუნდის" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია.

"რეალი" 45 ქულით მესამე ადგილზეა, "ბარსელონას" 9 ქულით ჩამორჩება, "ატლიტიკოს" 2 ქულით და 24 თებერვალს სტუმრად "ლევანტეს" შეხვდება.

"რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ლა ლიგაზე მე-300 შეხვედრა ჩატარა.

"ჟირონა" პრიმერაზე ერთადერთი გუნდია, რომელმაც სტუმრად "რეალს" და "ბარსელონას" ქულები აართვა (შესაბამისად მოგება და ფრე).

"ჟირონამ" ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ
4 მატჩში "რეალი" ორჯერ დაამარცხა და ორჯერ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 29 ოქტომბერს მოგებულ შეხვედრაშიც გოლები სტუანიმ და პორტუმ გაიტანეს.

სერხიო რამოსი ლა ლიგაზე პირველი ფეხბურთელია, რომელიც 20-ჯერ გააძევეს, ყველა ტურნირზე კი მან 25 წითელი ბარათი მიიღო.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 68 099 მაყურებელი
რეალი - ჟირონა 1:2
გოლები: 1:0 კაზემირო (25), 1:1 სტუანი (65, პენ), 1:2 პორტუ (75)
გაძევება: სერხიო რამოსი (90)
მკითხველის კომენტარები / 7 /
"ჟირონამ" ბერნაბეუზე შარშანწინაც მოიგო. წელს ესპანთის გუნდები ძველებურად ვერ უბერავენ - "რეალი" განსაკუთრებით; ბარსა ალბათ გახდება ჩემპიონი, მაგრამ ის სიკაშკაშე არაა. წელს ინტრიგა უფრო ინგლისშია და გერმანიაში
მერაბ გ.
08:11 18-02-2019
1
ისკოს რომ არ ათამაშებ და მარსელოს სკამზე დასვავ რიგ შემთხვევებში უარესის ღირსია სოლარი ჯერ სადაა...კურტუა კიდევ ბევრ ბურთს გაუშვებს ფეხებს შორის! ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო ნავასმა და რა უნამუსოდ ექცევიან.ზიზუს ისტორიას კი ვერვინ გაიმეორებს .
აკაკი
07:41 18-02-2019
0

სიახლეები პოპულარული