ფეხბურთელმა "ელ მადრიგალის" ბინადრებთან ყველა პირობა შეათანხმა. ახლა "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" თავდამსხმელი პაკო ალკარესი უნდა გაყიდოს, რათა სახელფასო ფონდი შეამციროს და თავისუფალი აგენტის სტატუსით ურუგვაელი დაიმატოს.
კავანი გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" ირჯებოდა. მას ასევე "ნაპოლიში", პსჟ-სა და სხვა გუნდებში უთამაშია.