ედინსონ კავანი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს

AutoSharing Option
35 წლის ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით, კარიერას ლა ლიგის ბინადარ "ვილიარეალში" განაგრძობს.

ფეხბურთელმა "ელ მადრიგალის" ბინადრებთან ყველა პირობა შეათანხმა. ახლა "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" თავდამსხმელი პაკო ალკარესი უნდა გაყიდოს, რათა სახელფასო ფონდი შეამციროს და თავისუფალი აგენტის სტატუსით ურუგვაელი დაიმატოს.

კავანი გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" ირჯებოდა. მას ასევე "ნაპოლიში", პსჟ-სა და სხვა გუნდებში უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა დროს ელ მადრიგალია
juve
01:46 20-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული