"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოს მის გუნდში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"არ ვიცი, კრიშტიანოსა და "ატლეტიკოსთან" დაკავშირებით ეს ისტორია ვინ მოიგონა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია", - განუცხადა სერესომ COPE-ს.
პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა და მადრიდულ კლუბს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდო "მანჩესტერის" ბაზაზე მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან შესახვედრად მივიდა.