ინფორმაცია დადასტურდა - "ბარსელონა" მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კატალონიურ გუნდს ლიონელ მესის დაბრუნება სურს.

"ბლაუგრანა" საწადელის მიღწევას მომავალ ზაფხულს შეეცდება, როდესაც არგენტინელს პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურება.

"მესის დრო ისე არ დამთავრებულა, როგორც ჩვენ ყველას გვინდოდა. ეს მოხდა ეკონომიკური პირობების გამო, რომელშიც აღმოვჩნდით. ჩვენ მისი მორალური ვალი გვაქვს.

გვსურს, კარიერა "ბარსელონას" მაისურით დაასრულოს, ყველა სტადიონზე ოვაციებით დახვდეს. ამას ვუმიზნებ. მისი დაბრუნების ამბავში ჩართული ვარ და ვეძებთ სხვადასხვა გზას.

მიმაჩნია, რომ დაშორება დროებითია. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ჩვენი განზრახვა",
- განაცხადა ლაპორტამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მორალური ვალი" გვაქვსო, ბრძანებს ლაპორტა! ეხლა ლეოსაც კითხეთ რამხელა მორალური თუ ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეთ, ამ უდიდეს ფეხბურთელს? კარგით ვთქვათ და დაბრუნდა, აუნაზღაურებ იმ დაკარგულ დროს?! პირადად შენ და მისმა ძველმა თანაგუნდელებაც და მთლიანად კატალონიის ფანებმაც, (რომელიც გასაოცრად პასიურები იყვნენ) ბოდიში სახალხოდ უნდა მოუხადოთ, ლეო მესის!
რაო ლაპორტ, ცოდვები არ გასვენებს?
15:56 29-07-2022
8

სიახლეები პოპულარული