ბრაიტვაითი "ბარსელოდან" წასვლაზე თანახმაა, თუმცა ერთი პირობა აქვს

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონას" 31 წლის თავდამსხმელი მარტინ ბრაიტვაითი კლუბიდან წასვლაზე თანახმაა, თუმცა ერთი პირობა აქვს.

დანიელი ფორვარდი "ნოუ კამპს" იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ კარიერას ძლიერ გუნდში გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას კარიერის გაგრძელების ვარიანტები სწორედ ლა ლიგასა და პრემიერ ლიგაში აქვს.

ბრაიტვაითს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს. საინტერესოა, რომ გუნდში მთავარ მწვრთნელად ხავის მოსვლის შემდეგ მას სათამაშო დროის სახით მხოლოდ 24 წუთი მიეცა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული