დე იონგი "ბარსელონას" დატოვებას მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდება

AutoSharing Option
25 წლის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი "ბარსელონადან" წასვლაზე იქამდე აცხადებს უარს, ვიდრე დავალიანებას არ დაუფარავენ.

კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, "ბარსას" დე იონგის ხელფასისა და ბონუსის სახით 20 მილიონი ევრო მართებს და ფეხბურთელი და მისი აგენტი თანხის გადახდამდე მოლაპარაკების წარმოებაზე უარს აცხადებენ.

დე იონგი და მისი გარემოცვა მიიჩნევენ, რომ მისი გაყიდვა მხოლოდ ეკონომიკური და არა სპორტული მიზეზით სურთ. ნიდერლანდელი მზადაა მოუსმინოს შეთავაზებას, ოღონდ პრობლემის გადაჭრის შემდეგ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ
დე იონგის სამსახურით "ჩელსი" და "მანჩესტერი" არიან დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული