"მანჩესტერმა" 29 წლის მცველი ალექს ტელესი იჯარით "სევილიაში" გაუშვა, - იტყობინება ინგლისური კლუბის საიტი.
ტელესი ერთი წელი განათხოვრების წესით ითამაშებს და "სევილიას" მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ აქვს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიჯარო პერიოდისას ფეხბურთელს ხელფასს სრულად "სევილია" გადაუხდის.
ბრაზილიელმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 21 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.