"იდიოტი, დიდთავა ლაპორტა! "ბარსელონაში" თამაში ახლა სირცხვილია..." - ვან დერ ვაარტი "ბლაუგრანას" ტრანსფერებზე

AutoSharing Option
ცნობილმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა "ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მან "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას იდიოტი უწოდა, კლუბის მხრიდან ფრენკი დე იონგის მისამართით ჩადენილი საქციელი კი დაგმო:

"როგორ შეიძლება იყიდო ფეხბურთელები, როცა ფული არ გაქვს? - ეს სირცხვილია! ლაპორტა ყველგან იცინის თავისი დიდი თავით. ამ კაცს ჰგონია, რომ მეფეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის იდიოტია!

არ შეიძლება ადამიანს ასე მოექცე... ფრენკ დე იონგი ბევრს გამოიმუშავებს? თქვენ ფეხბურთელს კონტრაქტს უფორმებთ, რომელიც ან სრულად უნდა შესრულდეს, ან გაუმჯობესდეს.

ეს მაფიაა და
ისინი უნდა დაისაჯონ! ისეთ შესანიშნავ კლუბში თამაში, როგორიც "ბარსელონაა", ყველას უნდა, მაგრამ საფეხბურთო რუქაზე მათი სახელი ძალიან ცუდი გახდა.

ვფიქრობ, ახლა ამ გუნდის მაისურით თამაში, სირცხვილია", – ამბობს ვან დერ ვაარტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარი მაშინ ხარ როცა ფული არ გაქვს და ყველაფერს აკეთებ, აბა მაშინ ხარ მაგარი შეიხი რო ხარ მილიარდებს ხარჯავ და ლიგას ვერ იგებ? გამოჩნდა ნიდერლანდელი გარი ნევილი. ვინც კი ბარსას როდისმე უხმარია ყველამ ეხლა წამოყო თავი.
1
იდიოტი, რომ არ იყოს ლაპორტა, ლეო მესის გაუშვებდა? არა უშავს , ჯერ ღრუბლებში დაფრინავს მაფიოზა და ცოტა ხანში ვნახავთ მიწაზე დანარცხებულს!
ლა ლიგის, ნომერი პირველი მაფიოზაა, ჟოან ლაპორტა!
13:39 15-08-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული