"იდიოტი, დიდთავა ლაპორტა! "ბარსელონაში" თამაში ახლა სირცხვილია..." - ვან დერ ვაარტი "ბლაუგრანას" ტრანსფერებზე

AutoSharing Option
ცნობილმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა "ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მან "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას იდიოტი უწოდა, კლუბის მხრიდან ფრენკი დე იონგის მისამართით ჩადენილი საქციელი კი დაგმო:

"როგორ შეიძლება იყიდო ფეხბურთელები, როცა ფული არ გაქვს? - ეს სირცხვილია! ლაპორტა ყველგან იცინის თავისი დიდი თავით. ამ კაცს ჰგონია, რომ მეფეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის იდიოტია!

არ შეიძლება ადამიანს ასე მოექცე... ფრენკ დე იონგი ბევრს გამოიმუშავებს? თქვენ ფეხბურთელს კონტრაქტს უფორმებთ, რომელიც ან სრულად უნდა შესრულდეს, ან გაუმჯობესდეს.

ეს მაფიაა და
ისინი უნდა დაისაჯონ! ისეთ შესანიშნავ კლუბში თამაში, როგორიც "ბარსელონაა", ყველას უნდა, მაგრამ საფეხბურთო რუქაზე მათი სახელი ძალიან ცუდი გახდა.

ვფიქრობ, ახლა ამ გუნდის მაისურით თამაში, სირცხვილია", – ამბობს ვან დერ ვაარტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამდენი ზეტმეტი ფეხბურთელი რომ დაუგროვდა, ახლახლა გაყიდვებს დაიწყებს და ეგ შემოსავალი არარის?
თამაზი
12:57 19-08-2022
0
დიდთავაა ეგ დეგენერატი აბა რაა? სულ გიჟივით, რომ იკრიჭება და ამ სიცილ-ღიმილში რა სატანა იმალება?
ლევანი
19:56 15-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული