"ბლაუგრანას" 31 აგვისტომდე აქვს ვადა, რომ 23 წლის ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანოს, ამისათვის კი 20 მილიონი ევროს გამომუშავებაა საჭირო.
"ბარსელონამ" სასწრაფოდ უნდა გაყიდოს ფეხბურთელ(ებ)ი, რათა გუნდის ხაზინა 20 მილიონი ევროთი შეივსოს, შემდეგ კი კუნდეს დარეგისტრირების უფლებას მიიღებს. თუ "ნოუ კამპის" ბინადრებმა ეს ვერ მოახერხეს, ფრანგ უკანახაზელს კატალონიური კლუბის დატოვება უფასოდ შეეძლება.
ნათქვამია სიჩქარით ხალხს გააცინებო... ან/და კიდევ, მოჩქარეს მოუგვიანდესო!