"ბარსელონას" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გაძარცვეს.
"ელ პაისის" ცნობით, ოთხი უცნობი ობამეიანგის სახლში შეიჭრა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მას და მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდნენ, სეიფი გახსნეს, ძვირფასეულობა წაიღეს და ავტომობილით მიიმალნენ. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
ეს "ბარსას" ფეხბურთელების გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის - ადრე ჟერარდ პიკე, ნელსონ სემედო, ჟორდი ალბა, კევინ-პრინს ბოატენგი, არტური, ანსუ ფატი, ლუის სუარესი და სამუელ უმტიტი გაძარცვეს.