"ბარსელონას" ფეხბურთელმა "ოქროს ბურთი" 2022 წელსაც მოიგო
AutoSharing Option
მართალია, "ბარსელონას" აღარ უდგას ის ოქროს ხანა, როდესაც მისი ლეგენდა ლეო მესი "ოქროს ბურთს" "ოქროს ბურთზე" იგებდა, თუმცა კატალონიური გრანდის ფეხბურთელი წელსაც არ დარჩენილა უტიტულოდ.
ზედიზედ მეორედ France Football-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი სწორედ "ბლაუგრანას" წარმომადგენელი, "ბარსელონას" ქალთა გუნდის ნახევარმცველი ალექსია პუტელიასი გახდა.
პუტელიასი ამჟამად 28 წლისაა, ის კატალონიური გრანდის ღირსებას 2012 წლიდან იცავს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.