"დროა, მოგზაურობა დავასრულო" - ხერარდ პიკე კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბოლო რამდენიმე კვირა და თვე ჩემზე ბევრი საუბრობდა. აქამდე არ მიპასუხია, ახლა მე ვილაპარაკებ.

როგორც უმეტესობა თქვენგანი, მეც "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, დავიბადე ფეხბურთისა და "ბარსას" ფანების ოჯახში, როცა პატარა ვიყავი, მხოლოდ ამ გუნდის მაისურით მინდოდა თამაში,

ამ ბოლო დროს ამ ბიჭზე ბევრი მეფიქრება. რა იქნება, თუ შემეძლებოდა მეთქვა, რომ ყველა მისი ოცნება ასრულდებოდა, ითამაშებდა "ბარსას" პირველ გუნდში, ყველანაირ ტიტულს მოიგებდა, გახდებოდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ითამაშებდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან, გახდებოდა
ერთ-ერთი კაპიტანი და მშვენიერ მეგობრებს შეიძენდა, რომლებიც მხარს მთელი ცხოვრება დაუმშვენებდნენ?

"ბარსელონას" უკვე 25 წელია შევუერთდი. დავტოვე, მაგრამ დავბრუნდი. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა, "ბარსამ" ყველაფერი მომცა, თქვენ, "კულეებო" (ქომაგები) ყველაფერი მომეცით.

იმ ბიჭის ყველა ოცნება ახდა. ახლა კი მინდა ჩემი გადაწყვეტილება გაცნობოთ - დროა, მოგზაურობა დავასრულო, ყოველთვის ვიძახდი, "ბლაუგრანას" გარდა სხვაგან არსად ვითამაშებდი და ეს ასეცაა.

შაბათს "კამპ ნოუზე" უკანასკნელ შეხვედრას ჩავატარებ და გავხდები გუნდის გულშემატკივარი, რიგითი ფანი, ჩემი "ბარსასადმი" სიყვარულს შვილებს გადავცემ ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს ეს ჩემმა მშობლებმა გააკეთეს.

და იცით, რა? მე დავბრუნდები, შევხვდებით "კამპ ნოუზე", გაუმარჯოს "ბარსელონას" - განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, ესპანელი მცველი "ბლაუგრანას" აკადემიაში 1997-2004 წლებში გამოდიოდა. შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, 2008 წელს კი კატალონიაში დაბრუნდა...

გუნდთან ერთად მოიგო: ლა ლიგა (8), ესპანეთის თასი (7), ესპანეთის სუპერთასი (6), ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი (3) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (3). რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, პიკემ 2010-ში "ფურია როხასთან" ერთად მსოფლიოს, ხოლო 2012-ში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
წავა ეხლა ბარსას ხელმძღვანელობისგან, პიკეს ქება დიდება და ისეთი სიტყვებით გამოთხოვება, რომ გეგონებათ თქვითონ არ აიძულეს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი გადაედგა. ადამიანს ჯერ დაამცირებენ და მერე თავზე დააყრიან დამყაყებულ არაფრის მომცველ საქებარ სიტყვებს. ვერ ვიტან და მეჯავრება ესეთი ლაქუცი და ქლესაობა, უბრალოდ ლეგენდებს არ აფასებთ და ეგ არის რა?
გოჩა
17:56 04-11-2022
0
ეეჰ, პიკე! მესის დადგომოდი მხარში იმ მძიმე პერიოდში და შენ ასე არ დაამთავრებდი კარიერას.
ლაშა
15:45 04-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული