23 წლის გოგონა, მასზე 12 წლით უმცროსი - ვინ არის კლარა, ვისზეც პიკე კარიერის დასრულების შემდეგ დაქორწინებას გეგმავს [PHOTOS]

AutoSharing Option
ცნობილი ესპანელი მცველი ხერარდ პიკე პროფესიონალურ კარიერაში დღეს ბოლო მატჩს ჩაატარებს. მისი "ბარსელონა" "ალმერისას" დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ვეტერანი ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს.

ბოლო პერიოდში, საფეხბურთო კარიერის მიღმა, პიკეს პირადი ცხოვრებაც მედიაში აქტიურად განხილვის საგანი იყო. მოგეხსენებათ, ის ცნობილ მომღერალ შაკირას გაშორდა და მასზე გაცილებით ახალგაზრდა გოგონასთან დაიწყო ურთიერთობა.

ვინ არის ფეხბურთელის ახალი სიყვარული კლარა ჩია მარტი? - ის 23 წლისაა და პიკეზე 12, ხოლო შაკირაზე 22 წლით უმცროსია.

Sportall.Ge

გოგონა რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში სწავლობს და ამავდროულად, Kosmos Studio-ში
მუშაობს. 

მედიაში პიკესა და კლარას გაცნობის ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი მათგანით, მარტი რესტორანში მიმტანი იყო და ხერარდმა პირველად ის იქ ნახა, მეორე ვერსიით კი, ისინი ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდნენ.

Sportall.Ge

გაცნობის შემდეგ პიკემ გოგონას დაურეკა და თავის კომპანიაში დააწყებინა მუშაობა, რის მერეც მათი ურთიერთობა დაიწყო.

თავდაპირველად, წყვილი საჯაროდ არ ჩნდებოდა, თუმცა Summerfest Cerdanya festival-ზე ისინი კოცნის დროს დააფიქსირეს, რის შემდეგაც ურთიერთობას აღარ მალავენ.

Sportall.Ge

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პიკე კლარასთან ურთიერთობას ძალიან სერიოზულად ეკიდება. ის უკვე შეხვდა გოგონას მშობლებს და ქორწინებასაც გეგმავს...
მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს ქორწინება ძვირად დაგიჯდება შენ უბედურო.ეს 23 წლის ქარაფშუტა გაგცვლის მალე კდევ ვინმეზე ვინც მეტს შესთავაზებს! მაგათ მეტი არაფერი შეუძლიათ. ოჯახის ღირსი არ ხარ და ვეღარც ეღირსები!!!
მაკიტა
12:17 06-11-2022
20
ვაი მაგის პატრონს. ოჯახზე დიდი ნედნიერება არაფერია მითუმეტეს ძალიან მაგარი ქალი ჰყავდე ცოლად და ანგელოზივით შვილები გაუჩინა მაგ უდღეურს.ეს ახალი გართობაც გაუვლის და ისევ შაკირას შეეტენება ბოლოს, მაგრამ არ აპატიოს, არაა ღირსი.იხეტიალოს მთელუ ცხოვრება ნამდვილი სიყვარულის გარეშე.
მაკიტა
12:10 06-11-2022
13

სიახლეები პოპულარული