23 წლის გოგონა, მასზე 12 წლით უმცროსი - ვინ არის კლარა, ვისზეც პიკე კარიერის დასრულების შემდეგ დაქორწინებას გეგმავს [PHOTOS]

AutoSharing Option
ცნობილი ესპანელი მცველი ხერარდ პიკე პროფესიონალურ კარიერაში დღეს ბოლო მატჩს ჩაატარებს. მისი "ბარსელონა" "ალმერისას" დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ვეტერანი ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს.

ბოლო პერიოდში, საფეხბურთო კარიერის მიღმა, პიკეს პირადი ცხოვრებაც მედიაში აქტიურად განხილვის საგანი იყო. მოგეხსენებათ, ის ცნობილ მომღერალ შაკირას გაშორდა და მასზე გაცილებით ახალგაზრდა გოგონასთან დაიწყო ურთიერთობა.

ვინ არის ფეხბურთელის ახალი სიყვარული კლარა ჩია მარტი? - ის 23 წლისაა და პიკეზე 12, ხოლო შაკირაზე 22 წლით უმცროსია.

Sportall.Ge

გოგონა რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში სწავლობს და ამავდროულად, Kosmos Studio-ში
მუშაობს. 

მედიაში პიკესა და კლარას გაცნობის ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი მათგანით, მარტი რესტორანში მიმტანი იყო და ხერარდმა პირველად ის იქ ნახა, მეორე ვერსიით კი, ისინი ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდნენ.

Sportall.Ge

გაცნობის შემდეგ პიკემ გოგონას დაურეკა და თავის კომპანიაში დააწყებინა მუშაობა, რის მერეც მათი ურთიერთობა დაიწყო.

თავდაპირველად, წყვილი საჯაროდ არ ჩნდებოდა, თუმცა Summerfest Cerdanya festival-ზე ისინი კოცნის დროს დააფიქსირეს, რის შემდეგაც ურთიერთობას აღარ მალავენ.

Sportall.Ge

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პიკე კლარასთან ურთიერთობას ძალიან სერიოზულად ეკიდება. ის უკვე შეხვდა გოგონას მშობლებს და ქორწინებასაც გეგმავს...
მკითხველის კომენტარები / 17 /
აი თურმე პიკუშა, რატომ დადიოდა მინდორზე ასე გამოქლიავებული.
გუგა
17:11 05-11-2022
2
23 წლის კია მაგრამ კაი გახედნილია ჯორივით
:)))
16:22 05-11-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული