დებიუტში მასპინძლები დავიდ გარსიამ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მსაჯმა სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ლევანდოვსკი გააძევა. შესვენებაზე გასვლისას „ბარსას“ მცველმა პიკემ, რომელიც სათადარიგო იყო, მსაჯ მანსანოს უთხრა: „შენ საერთოდ იცი, ვის უჩვენე წითელი ბარათი?“ მასთან კამათი გვირაბში გააგრძელა და წითელი ბარათით დაისაჯა. ცნობისათვის, ის კატალონიურ გუნდში აღარ ითამაშებს. მეორე ტაიმის დასაწყისში პედრიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე რაფინიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ბარსელონა“ 37 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 5 ქულით უსწრებს და 31
პამპლონა. „ელ სადარი“. 21 603 მაყურებელი
ოსასუნა - ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 დავიდ გარსია (6), 1:1 პედრი (48), 1:2 რაფინია (85)
გაძევება: ლევანდოვსკი (31)