"ბარსელონა" გიუნდოგანის შეძენას ზამთარში შეეცდება

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ნაახალწლევს "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ილკაი გიუნდოგანის შეძენას შეეცდება.

"ბარსელონას" შემტევ ბერნარდო სილვათი გაძლიერება სურდა, მაგრამ ესმით, რომ ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელია და ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთო.

32 წლის გიუნდოგანმა ამ სეზონში პრემიერლიგის 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ქალაქელებთან" კი კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"ბარსა" აგრეთვე "ლესტერის" ბელგიელი ნახევარმცველის იური ტილემანსის სამსახურით დაინტერესდა, რომლის გადაბირებას "არსენალიც" ცდილობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფერან ტორესმა ხომ დაგლიჯა,ახლა ამის ჯერია.ვინც აღარ სჭირდება სიტის ყიდის ბარსაში.სიტის უკანა ეზოდ იქცა ამხელა ბარსელონა.თავმოყვარეობის გრძნობა არ გააჩნიათ საერთოდ???რა 32 წლის გიუნდოგანი,ამნაირებს კონობით ზრდის ბარსა...
master
14 ნოემბერი 2022 10:43
2
ვეღარ ზრდის ბუსკეცის შრმცვლელია გუნდში კაცი არას. პედრი და გავი ამდენს ჯერ ვერ ახერხებენ. გამოადგება ბარსას და მაგრად თან
არა რუსეთს
14 ნოემბერი 2022 12:34
0
ბარსას მორიგი ხლამი! ცოტა ხანი ათამაშებენ და მერე ჰაიდა, ბარსადან გაუშვებენ, ბარსას სტილია!
ლაშა
13 ნოემბერი 2022 22:42
2
შენი სტილი გესლის ნთხევაა, ცოდო ხარ!
ლაშას
14 ნოემბერი 2022 03:14
0

სიახლეები პოპულარული