"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ნაახალწლევს "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ილკაი გიუნდოგანის შეძენას შეეცდება.
"ბარსელონას" შემტევ ბერნარდო სილვათი გაძლიერება სურდა, მაგრამ ესმით, რომ ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელია და ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთო.
32 წლის გიუნდოგანმა ამ სეზონში პრემიერლიგის 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ქალაქელებთან" კი კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
"ბარსა" აგრეთვე "ლესტერის" ბელგიელი ნახევარმცველის იური ტილემანსის სამსახურით დაინტერესდა, რომლის გადაბირებას "არსენალიც" ცდილობს.
"ბარსა" აგრეთვე "ლესტერის" ბელგიელი ნახევარმცველის იური ტილემანსის სამსახურით დაინტერესდა, რომლის გადაბირებას "არსენალიც" ცდილობს.