კატალონიური "სპორტის" ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ბერნარდო სილვა თანახმაა "ბარსელონაში" გადავიდეს და ამისათვის მზადაა ხელფასის შემცირებაზე დათანხმდეს.
გამოცემის მტკიცებით, 28 წლის პორტუგალიელმა "ბარსას" სთხოვა შეატყობინონ, აპირებენ თუ არა მის შეძენას.
"სიტი" ბერნარდოს 2025 წლის ზაფხულმდე მოქმედი ხელშეკრულების გაუმჯობესებული პირობებით გაგრძელებას სთავაზობს. გასულ სეზონში მის ტრანსფერში "ქალაქელებმა" "ბარსელონას" 80 მილიონი ევრო მოსთხოვეს.
სილვამ ამ სეზონში პრემიერლიგის 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.