სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა

AutoSharing Option
"სევილიას" მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ გუნდიდან ნახევარმცველ ისკოს წასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ისკო შესანიშნავი ბიჭია და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ნიჭიერი მოთამაშე გავუშვით, მაგრამ მან იმედები ვერ გაამართლა", - ციტირებს სამპაოლის "მარკა".

ისკო "სევილიაში" ზაფხულში გადავიდა და მის რიგებში 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

როგორც იტყობინებიან, შესაძლოა, 30 წლის ისკომ გუნდი კლუბის სპორტულ დირექტორ რამონ მონჩისთან კონფლიქტის გამო დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული