სავიჩის და ტორესის ჭიდაობა - "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-16 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ატლეტიკოს“ 1:0 სძლია.

პირველ ტაიმში „ბარსელონა“ დემბელემ დააწინაურა. „ატლეტიკო“ ბევრს ეცადა ანგარიშის გათანაბრებას და ამასთან 90+4-ე წუთზე გრიზმანი ახლოს იყო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან არაუხომ გამოიტანა. იქამდე კი გაზონზე ერთმანეთს სავიჩი და ფერან ტორესი შეეჭიდნენ და მსაჯმა ორივე გააძევა. "მარკა" აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ეს ფეხბურთი კი არა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა იყო.

„ბარსელონა“ 41 ქულით ლიდერია, „რეალს“ 3 ქულით გაექცა და ჩემპიონატზე შემდეგ შეხვედრას 22 იანვარს საკუთარ მოედანზე „ხეტაფესთან“ ჩაატარებს, ხოლო „ატლეტიკო“
27 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 15 იანვარს გასვლაზე „ალმერიას“ დაუპირისპირდება.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 63 493 მაყურებელი
ატლეტიკო - ბარსელონა 0:1
გოლი: დემბელე (22)
გაძევება: სავიჩი (90+2), ფერან ტორესი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით არ უნდა გაეძევებინა.გაფრთხილებებიც საკმარისი იქნებოდა.წაიჭიდავეს,ორთქლი გამოუშვეს და გაშველდნენ.ჩეხვას ისევ ეგ არ სჯობია?
სოსო
16:52 09-01-2023
0
ხალხს ჩეხავენ და განზრახ ტრამვას აყენებენ და მათ არ აწითლებენ აქ ვითელიც საკმარისი იქნებოდა მითუმეტეს რომ თვითონ შეწყვიტეს დაპირისპირება ეტყობა მსაჯს წითელზე ქონდა დადებული
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული