ვინ გახდება გატუზოს წასვლის შემდეგ მამარდაშვილის ახალი მწვრთნელი - "ვალენსიას" რამდენიმე ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "ვალენსია" მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე ვოროს დატოვებას გეგმავს, რომელიც ჯენარო გატუზოს წასვლის შემდეგ დროებით დამრიგებლად დაინიშნა, თუმცა "ღამურებმა" მისი ხელმძღვანელობით ორიდან ორივე მატჩი დათმო. 

"მესტალიელთა" ბოსებს მთავარ კანდიდატად ზაფხულისთვის ნუნუ ესპირიტო სანტო ჰყავთ შეგულებული, რომელიც ახლა საუდის არაბეთის გუნდ "ალ-იტიჰადს" მოძღვრავს. 

"ვალენსიელთა" სიაშია გუნდის ყოფილი ფეხბურთელი რუბენ ბარახა, ასევე - ვისენტო მორენო, რომელიც ესპირიტოს მსგავსად ახლა საუდის არაბეთში მუშაობს.

მოგეხსენებათ, მამარდაშვილის "ვალენსია" საშინელ სეზონს ატარებს და გასავარდნ ზონას 1 ქულით არის მოშორებული, თუმცა გიორგი თავის
გუნდში საუკეთესოა და სულ მაღალ შეფასებას იღებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბორდალასი დააბრუნონ, თუ დაბრუნდება ეგ იქნება ყველაზე ჭკვიანური.
0
ვინ გახდება მწვრთნელი ვალენსიაში უკვე აღარ არის საინტერესო. სად გადავა მამარდაშვილი სეზონის ბოლოს, ეს არის საინტერესო.
G.LA
14:15 10-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული