"რეალი" ფირმინოს უფასოდ ხელში ჩაგდებას შეეცდება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "რეალი" "ლივერპულის" თავდამსხმელ რობერტო ფირმინოს გადაბირებას შეეცდება, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

გამოცემის მტკიცებით, "ლივერპულის" მწვრთნელ იურგენ კლოპს 31 წლის ბრაზილიელთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა, მაგრამ მხარეებმა ახალი კონტრაქტის პირობები ჯერ ვერ შეათანხმეს. "რეალს" ფირმინო ქარიმ ბენზემას შემცვლელად სჭირდება, რომელსაც "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

ფირმინო "ლივერპულში" 2015 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 21 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული