"იუვენტუსის" შემდეგ კიდევ ერთი "სუპერლიგელის", "ბარსელონას" დასჯის დრო დადგა?

AutoSharing Option
სუპერლიგის პროექტში სამი კლუბია დარჩენილი - "იუვენტუსი", "რეალი" და "ბარსელონა". როგორც იცით, "იუვენტუსს" ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს და არაა გამორიცხული, კიდევ უფრო მკაცრად დასაჯონ. სუპერლიგიდან გამოსვლის შემთხვევაში, უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ტურინულ კლუბს დახმარებას დაჰპირდა.
ახლა მსაჯების შესაძლო მოსყიდვის სკანდალში "ბარსელონა" გაეხვია, რაზეც Ekipa-სთან კომენტარი ჩეფერინმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, ამაზე ღიად საუბარი ორი მიზეზის გამო არ შემიძლია. პირველი: ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სადისციპლინო კომიტეტი; მეორე: აღნიშნული საკითხი დეტალურად არ შემისწავლია.

მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა: რამდენადაც
ჩემთვისაა ცნობილი, სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია. ჩემი აზრით, ფეხბურთში ერთ-ერთი სერიოზული სიტუაციაა, რომელიც მინახავს.

ესპანეთის ლიგისთვის, რა თქმა უნდა, ძველი საქმეა და შედეგები არ შეიძლება მოჰყვეს, თუმცა გარჩევა ქვეყნის სამოქალაქო პროკურატურის დონეზე მიმდინარეობს. იგივე ეხება უეფას. ჩვენი წესების მიხედვით, საქმის ხანდაზმულობის ვადა ჯერ ამოწურული არაა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
შენ გეტყობა მსაჯრიდის რეალის დიდი ფანი ხარ, რამდენი გინდა გაგახსენო შენი გუნდის მიმართ პირდაპირი დახმარებები იგივე ჩემპიონთა ლიგაზე, თუნდაც ჯუნაით ჩაქირის მსაჯობა გავიხსენოთ ბავარიასთან რეები აკეთა.გაჩერდი მაინც..
T.q- ს
01:16 04-04-2023
4
რეალის გულშემატკივარი რომ ბარსაზე იტყვის მსაჯები ეხმარებოდნენო გაგეცინება რეალს ოფიციალურად 3 ჩემპიონთა თასი მსაჯებმა აჩუქეს.
გიორგი
07:45 04-04-2023
6

სიახლეები პოპულარული