"რეალმა" "კამ ნოუზე" 95 ათასი მაყურებლის წინაშე "ბარსელონა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ სტუმრად „ბარსელონა“ 4:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა.

„რეალს“ პირველი შეხვედრა მადრიდში 0:1 ჰქონდა წაგებული, გასვლაზე კი თანაბარი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სწრაფი კონტრიერიშისას ვინისიუსის გოლით (თუ კუნდეს ავტოგოლით) დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ტერ შტეგენს ბენზემამ გაუტანა, მერე საჯარიმოში ვინისიუსი კესიემ წააქცია, ხოლო ქარიმმა პენალტი უზადოდ შეასრულა. ბოლოს მან ჰეთ-თრიკი შეასრულა და „ბლანკოსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ფინალში „რეალი“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

. ბენზემამ ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი, ბოლო 4 შეხვედრაში კი 7 გოლი გაიტანა და 1
საგოლე გადაცემა გააკეთა.
. "რეალმა" "ბარსელონა" 4 გოლის სხვაობით 1995 წლის შემდეგ პირველად გაანადგურა - გასვლაზე 1963 წლის მერე პირველად.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 94 904 მაყურებელი

ბარსელონა - რეალი 0:4
გოლები: 0:1 ვინისიუსი (45+1), 0:2 ბენზემა (50), 0:3 ბენზემა (58, პენ), 0:4 ბენზემა (80)

მკითხველის კომენტარები / 23 /
საღოლ ჩემო ლომებოო, ასეთ შედეგს არ ველოდიო ნამდვილად❤️❤️❤️
მურთო
01:59 06-04-2023
12
გასაკვირი ის იყო პირველ თამაშში როგორ მოიგო ამ "კრემონეზემ." დღეს მინიმუმ 7 უნდა გაეტანა მადრიდს, მაგრამ არაუშავს.
მეგრელი
01:09 06-04-2023
14

სიახლეები პოპულარული