"ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში? - ამის გაგონება არც კი მსურს! კონტრაქტი კიდევ 1 წელი გვაკავშირებს და კარლოს მუშაობით ძალიან კმაყოფილნი ვართ", - ციტირებს პერესის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
ინფორმაციისთვის, Copa del Rey-ს მოგებით, ფლორენტინოს ეპოქაში "რეალმა" 32-ე ტიტული დაისაკუთრა, რითაც პერესმა, რომელიც გუნდის პრეზიდენტი 2000 წლიდანაა, (2006-09 წლებში პაუზა ჰქონდა), სანტიაგო ბენაბეუს რეკორდი გაიმეორა.