აზარი კარიერას ასრულებს? - ბელგიელმა შესაძლოა, ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდოს

AutoSharing Option
Relevo-ს ინფორმაციით, 2024 წელს მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა შესაძლოა, კარიერა დაასრულოს.

32 წლის ბელგიელს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი სწორედ მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრობს.

ის თვლის, რომ უკვე მიაღწია ყველაფერს, რაც სურდა, თანაც მადრიდულ გუნდში ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების იდეა მოსწონს.

აზარით აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის კლუბები არიან დაინტერესებული, თუმცა მის ტრანსფერზე კონკრეტული წინადადებები ჯერ არ ყოფილა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას 3 წელია დასრულებული აქვს საფეხბურთო კარიერა.. უბრალოდ ხელფასს უხდიან... მაკდონალდის პრომო ბიჭუნაა..)))
geo-geo
09 მაისი 2023 12:43
2
თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ლეგენდაზე არ გვინდა ესე ლაპარაკი. მაკდონალდსი კი არა, კაცმა ნასვამი იყო და მაინც ჰეთტრიკი შეასრულა. ეს მადრიდელები არიან ბანძები ესეთ მაგარ ფეხბურთელს რო არ ათამაშებდნენ
გივი
09 მაისი 2023 13:28
3
აზარი ძალიან კარგი ფეხბურთელია, უბრალოდ რეალში გადასვლით (სათამაშო დროს არ აძლევდნენ და სკამზე ჯდომით, რეგრესი დაეწყო)კარიერა გაიფუჭა.
გია
09 მაისი 2023 12:58
1

სიახლეები პოპულარული