სკანდალი ლა ლიგაში - რამ გამოიწვია ვინისიუსის გაღიზიანება "ვალენსიასთან", ანჩელოტიმ თქვა, რომ ბრაზილიელი სთხოვდა, შეეცვალა

AutoSharing Option
ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრა, სადაც "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "რეალი" 1:0 დაამარცხა, ქართველ გულშემატკივარს გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშით დაამახსოვრდება, თუმცა ამ მატჩმა სხვა მხრივ დიდი სკანდალი გამოიწვია.

"ღამურების" ფანები მადრიდელთა შემტევ ვინისიუსს პირველივე წუთებიდან რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა კიდეც.

ბრაზილიელი აშკარად განერვიულებული ჩანდა და ბევრს კამათობდა. მან უგო დუროს სახეში ხელი ჩაარტყა, მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე ნახა და "სამეფო გუნდის" ფეხბურთელი გააძევა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვინისიუსი კვლავ ძალიან გაღიზიანებული იყო. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რასისტებმა
მისი გაძევებით პრიზი მიიღეს, ეს ფეხბურთი არ არის და ეს ლა ლიგაა.

ბრაზილიელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პრიმერას მატჩში რასისტული შეურაცხყოფები მოისმინა; ჩემპიონატი, სადაც მესისა და რონალდოს მსგავსი დონის ფეხბურთელები ასპარეზობდნენ, დღეს რასისტებს ეკუთვნის და ლა ლიგაში რასიზმი ნორმალურია.

ინფორმაციისათვის, მატჩის დასრულების შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უშუალოდ შეხვედრაზე საუბარი იუარა.

მან თქვა, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელია, ვინისიუსმა სთხოვა, რომ შეეცვალა, მაგრამ ანჩელოტიმ უთხრა, რომ ის არა დამნაშავე, არამედ მსხვერპლი იყო, მოედანზე დატოვა, მაგრამ შემდეგ წითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 31 /
გიოს ვულოცავ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ დარჩენილ ორივე ტურში გამარჯვებას, ვინისიუსს კი სოლიდარობას ვუცხადებ და დავგმობ ყველა რასისტულ გამოოხტომებს, ყველა უფლის შექმნილები ვართ მერე რა რომ მე თეთრი ვარ და ის შავი, და კიდე ერთი კომენტარებს რო ვკითხულობ უფრო პოლიტიკური ხასიათის არის ვიდრე სპორტული. თავი დაგვანებეთ რა ძალიან გთხოვთ
გიო
16:19 22-05-2023
7
არა რუსეთს, მის მოტრფიალე ქოცისტანს, რუსების ზურგით რომ სამუდამოდ ხელისუფლებაში უნდათ დარჩენა იმ ვაზელინა მთავრობას და მათ საცოდავ ტროლებს!
გაუმარჯოს საქართველოს, უკრაინას, ევროპას, ამერიკას და რუსეთის ყველა მტერს, რადგან ნათქვამია - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია!
არ დაბლოკოთ.
რუსეთუმეს
15:24 22-05-2023
57

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული