ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ შეჯიბრებათა კომიტეტმა (RFEF) მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, "ვალენსიასთან" მატჩში გაძევებულ "რეალის" თავდამსხმელ ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმოს.
ასე და ამგვარად, ბრაზილიელს უფლება მიეცა, 24 მაისს, ლა ლიგის 36-ე ტურში, "რაიო ვალეკანოსთან" ითამაშოს.
ვინისიუსის მიმართ რასიზმის გამოვლინების გამო "ვალენსია" დასაჯეს: მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა, საიდანაც ფეხბურთელს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხუთი შეხვედრის განმავლობაში დაკეტილი იქნება.
"ვალენსია" აგრეთვე 45 ათასი ევროთი დააჯარიმეს. კლუბს შეუძლია 10 სამუშაო დღის მანძილზე გამოტანილი განაჩენი გაასაჩივროს.