სკანდალური ბრალდება "ბარსელონას" - "ესპანიოლის" ყოფილი პრეზიდენტის აზრით, "ბლაუგრანა" "ვალიადოლიდთან" სპეციალურად დამარცხდა

AutoSharing Option
ლა ლიგის 36-ე ტურში "ბარსელონა" გასვლაზე "ვალიადოლიდთან" 1:3 დამარცხდა. "ესპანიოლის" ყოფილ პრეზიდენტ ჟოელ კოლეტს მიაჩნია, რომ "ბლაუგრანამ" ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთა.

მოგეხსენებათ, ორივე გუნდი კატალონიურია და მათი მატჩები ყოველთვის დაძაბულია, "ესპანიოლი" კი პრიმერაში "ვალიადოლიდთან" ერთად დარჩენისთვის იბრძვის და ყველა ქულა უმნიშვნელოვანესია.

"შეხვედრას მშვიდად ვუყურებდი, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა. არაფერი გამკვირვებია. ხავიმ თქვა, რომ მოსაგებად ითამაშებდნენ, მაგრამ გუნდის მწვრთნელი სხვას რას იტყვის?! მატჩის შემდეგ მან ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გუნდი მოშვებული იყო, მაგრამ ეს აქამდე როგორ ვერ
შეამჩნია?!

მათ ამ მარცხით არა მარტო "ესპანიოლი", არამედ "კადისი", "ალმერია", "სელტა" და "ხეტაფეც" დააზიანეს.

მოდი, ყველა გუნდის გულშემატკივარმა დასკვნები თავად გააკეთოს.

და სად არის ამ დროს ლა ლიგა, რომელიც ყველა მომენტს დიდი ყურადღებით აკვირდება?!

კიდევ "ესპანიოლში" რომ ვიყო, მათ აუცილებლად ვეტყოდი, რომ ვალიადოლიდში გამართული მატჩისთვის ეყურებინათ", - ციტირებს კოლეტს AS.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ესპანიოლის ადგილი მხოლოდ ქვედა დივიზიონებშია მუდმივად
ძირს ესპანიოლი
15:46 25-05-2023
10
დიახ სწორედ რომ მასე იყო, 2007 წელს ბოლო ტურის წინ, როცა ყველას ეგონა რომ ბარსა გახდებოდა ჩემპიონი (მათ შორის სხვაობა 3 ქულა იყო) ესპანიოლი რეალს ხვდებოდა ხოლო ბარსა ატლეტიკოს.ბარსა იგებდა ბოლო წუთებამდე ხოლო რეალი აგებდა, როცა ბარსას ატლეტიკომ გაუთანაბრა, ესპანიოლმაც დაუწვა რეალს და ლანგრით მიართვა ჩემპიონობა. ასე რომ, ნუ გიკვირთ, ვალს დაბრუნება უნდა!
ქობულეთიდან
20:57 25-05-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული