35 წლის თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ "რეალი" დატოვა და კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეარხის Al Ekhbariya-ს ცნობით, "ალ იტიჰადი" ბენზემას ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
ახალ კლუბში მისი სეზონური გასამრჯელო 100 მილიონი ევრო იქნება.
ბენზემამ "რეალში" 14 წელიწადში 643 მატჩში 353 გოლი გაიტანა და 165 საგოლე გადაცემა გააკეთა და 25 ტიტული მოიპოვა.