Marca: შესაძლოა, რაულმა ლა ლიგის გუნდი ჩაიბაროს

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, "რეალ კასტილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაულ გონსალეს ბლანკომ, შესაძლოა, "ხეტაფე" ჩაიბაროს. ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ დიდი შანსია მადრიდული გუნდი ამჟამინდელმა დამრიგებელმა ხოსე ბორდალასმა დატოვოს. 

"პეპე" "ვალენსიიდან" გასული სეზონის წინ წავიდა და საკმაო ხანი უმუშევარი იყო, სანამ "ხეტაფეს" მისი დახმარება არ დასჭირდა. 2023 წლის 29 აპრილს ბორდალასი დაუბრუნდა კლუბს, რომელშიც 5 წელი გაატარა. ხოსემ მადრიდელები ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჩაიბარა და ლა ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. 

"ხეტაფეს" პრეზიდენტ ანხელ ტორესს ბორდალასის გუნდში დარჩენა უნდა, თუმცა 59 წლის სპეციალისტს განსხვავებული
აზრი აქვს - მას ჯერ დასვენება უნდა, შემდეგ, კი სხვა წინადადებებს დაელოდება.

რაც შეეხება რაულს, დიდი შანსია, რომ El Ferrari-მ "რეალ კასტილია" დატოვოს. სეგუნდა დივიზიონის პლეი-ოფის პირველ მატჩში მისი გუნდი "ბარსელონა B-სთან" 2:4 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული