მოდრიჩი კარიერის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, კვლავ "რეალში" დარჩეს

AutoSharing Option
sportskeeda-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს, მას მადრიდული გრანდი ერთ-ერთ ადმინსტრაციულ თანამდეობას შესთავაზებს.

როგორც იცით, 37 წლის ხორვატმა ამ ზაფხულს საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი განაცხადა და "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით, 2024 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

მოდრიჩი "რეალის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. გამოცდილმა ნახევარმცველმა ჯამში 488 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 77 გოლი გაიტანა და 37 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული