ეს მორიგი სკანდალის დასაწყისია? - ირკვევა, რომ ვინისიუსი "ბარსელონას" დიდი ფანი ყოფილა

AutoSharing Option
ცნობილმა ბრაზილიელმა საფეხბურთო აგენტმა და სკაუტმა ანდრე კურიემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "რეალის" ვარსკვლავი ვინისიუსი "ბარსელონას" "კულეა" (გულშემატკივარი).

"ვინისიუსი ნამდვილი "კულეა". ის სიხარულისგან ტიროდა, როდესაც "ბარსელონამ" "პსჟ-ის თამაში შემოუტრიალა და საშინაო სტადიონზე 6-1 მოუგო", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Mundo deportivo.

ანდრე კურიე საკმაოდ ცნობილი ბრაზილიელი სკაუტი და აგენტია. ბრაზილიაში მას აქვს საკუთარი სააგენტო. სწორედ ის ითვლება ადამიანად, რომელმაც 2013 წელს ნეიმარის "ბარსელონაში" ტრანსფერი შესაძლებელი გახადა.

კურიე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა "ბარსელონაში" წამყვან სკაუტად. 2020 წელს კი კლუბის დირექტორთა
საბჭომ პანდემიის ფონზე რესტრუქტურიზაცია მოაწყო, რის შემდეგაც ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაშინ,ახალგაზრდა ბრაზილიელი თავდამსხმელისათვის,ნეიმარი,ალბათ ღმერთი იქნებოდა და რა თქმა უნდა მისი გუნდის გულშემატკივარიც იქნებოდა.ჩვენ რა,ნაპოლიზე ამოგვდის მზე და მთვარე?მაგრამ კვარას სიყვარულით,ნაპოლის გულშემატკივრებიც გავხდით და ნებისმიერი სხვა "ქართული გუნდისაც"სადაც ქართველი თამაშობს.მოსკოვის დინამოს,სპარტაკს და ლოკომოტივსაც კი ვგულშემავტკივრობდი,რუბინზე აღარაფერს ვიტყვი.
სოსო
16:22 07-07-2023
3
ნუ კულეს რა მოგახსენოთ მარა უ რომ მოვაშოროთ უფრო მოუხდება)
გიუშა
14:34 07-07-2023
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული