ეს მორიგი სკანდალის დასაწყისია? - ირკვევა, რომ ვინისიუსი "ბარსელონას" დიდი ფანი ყოფილა

AutoSharing Option
ცნობილმა ბრაზილიელმა საფეხბურთო აგენტმა და სკაუტმა ანდრე კურიემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "რეალის" ვარსკვლავი ვინისიუსი "ბარსელონას" "კულეა" (გულშემატკივარი).

"ვინისიუსი ნამდვილი "კულეა". ის სიხარულისგან ტიროდა, როდესაც "ბარსელონამ" "პსჟ-ის თამაში შემოუტრიალა და საშინაო სტადიონზე 6-1 მოუგო", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Mundo deportivo.

ანდრე კურიე საკმაოდ ცნობილი ბრაზილიელი სკაუტი და აგენტია. ბრაზილიაში მას აქვს საკუთარი სააგენტო. სწორედ ის ითვლება ადამიანად, რომელმაც 2013 წელს ნეიმარის "ბარსელონაში" ტრანსფერი შესაძლებელი გახადა.

კურიე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა "ბარსელონაში" წამყვან სკაუტად. 2020 წელს კი კლუბის დირექტორთა
საბჭომ პანდემიის ფონზე რესტრუქტურიზაცია მოაწყო, რის შემდეგაც ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ საერთაშორისო სკანდალს რაღა ეშველება
გიო
20:19 07-07-2023
0
არც შენ გაწყენდა ეგ სახელი
გიუშას
16:48 07-07-2023
2

სიახლეები პოპულარული