ისკო "ბეტისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს

AutoSharing Option
31 წლის ნახევარმცველი ისკო კარიერას "ბეტისში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების ძირითადი ნაწილი უკვე გაიარა და ერთსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ტრანსფერი "ბეტისის" მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის ინიციატივით განხორცილდება.

ისკომ 2022 წლის დეკემბერში "სევილიასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ბერლინის "უნიონში" გადასვლა ვერ მოახერხა.

მან გასულ სეზონში ლა ლიგის 12 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული