მსაჯმა სესარ სოტო გრადომ პირველ ტაიმში სტუმართა გუნდის თავდამსხმელი რაფინია გააძევა, მეორეში - მასპინძელთა ფორვარდი ხაიმე მატა, შემდეგ კი - „ბარსელონას“ მწვრთნელი ხავიც. თამაში დიდად სანახაობრივი არ გამოდგა, კატალონიური გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დამაჯერებელი ვერ იყო. 90+9-ე წუთზე საჯარიმოში არაუხო წააქციეს, მომენტის განხილვას კარგა ხანი მოუნდნენ, ბოლოს არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა, დაასკვნა, რომ იქამდე ბურთი ხელზე გავის მოხვდა, პენალტი არ დანიშნა და 90+16 წუთზე შეხვედრა ფრედ დასრულდა.
20 აგვისტოს „ბარსელონა“ „კადისს“ უმასპინძლებს.
ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 13 410 მაყურებელი
ხეტაფე - ბარსელონა 0:0
გაძევება: რაფინია (42, ბარსელონა), მატა (57, ხეტაფე)