ზელინსკის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ "ალ აჰლი" დე პაულის დამატებას გეგმავს

AutoSharing Option
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ალ აჰლი" მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, როდრიგო დე პაულის დამატებას გეგმავს.

არაბებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "ნაპოლიდან" პიოტრ ზელინსკის ტრანსფერი ჩაეშალათ.

არგენტინელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად 40 მილიონი ევრო მიიჩნევა.

გასულ სეზონში დე პაულმა ყველა ტურნირზე 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული