თითქმის იგივე, რაც ხვიჩას - ცნობილია, რა ანაზღაურებას მიიღებს ზახარიანი "სოსიედადში"

AutoSharing Option
რუსული პრესის ინფორმაციით, "სოსიედასის" ახალწვეული არსენ ზახარიანი სანსებასტიანურ გუნდში სეზონურად 1,4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდება, მაშინ 20 წლის ფეხბურთელის ხელფასი ავტომატურად რამდენიმე ასეული ათასი ევროთი გაიზრდება.

საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელი ხელფასი "ნაპოლიში" 1,5 მილიონი ევროა და ის დაახლოებით იმდენს გამოიმუშავებს, რამდენსაც რუსი ფეხბურთელი.

იტალიურ პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ "ნაპოლი" ქართველს ანაზღაურებას 3,5 მილიონ ევრომდე გაუზრდის, მაგრამ ეს ამბავი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, რომ "სოსიედადმა" ზახარიანი მოსკოვის "დინამოდან" 12,5 მილიონ ევროდ შეიძინა და
6-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან სანსებასტიანელებს მოსკოველებისთვის 15%-ის გადახდა მოუწევთ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ზახარიანი კარგი ფეხბურთელია და ეკუთვნის.ხვიჩას ანაზღაურება კი დაცინვაა და დროზე უნდა მიხედვა.სირცხვილია,რომ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს საშუალო იტალიელის ხელფასი ჰქონდეს.
ჯუჯი
17:15 21-08-2023
3
მეტი სპორტული თემა ვერ ნახეთ, ვის რამდენი ხელფასი აქვს იმაზე რომ აჭორავებთ და ანერვიულებთ ხალხს? ))) ყველას შეერგოს რასაც პატიოსნად გამოიმუშავებს
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული