გაუქმებული პენალტი, 20 წლის ფერმინის სადებიუტო გოლი - "ბარსელონამ" "მალიორკას" ვერ მოუგო

AutoSharing Option
ლა ლიგის მეშვიდე ტურში „ბარსელონა“ გასვლაზე „მალიორკას“ დაუზავდა - 2:2.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს: ფელიქსის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მსაჯმა იამალის მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა. თუმცა მალე 20 წლის ფერმინმა სადებიუტო გოლით ანგარიში გაათანაბრა.

„ბარსელონა“  ამ მომენტისთვის 17 ქულით ლიდერია და 29 სექტემბერს „სევილიას“ უმასპინძლებს.

"ბარსამ" ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებული 8 მატჩიდან 6 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

პალმა-დე-მალიორკა. „სონ მოიში“
მალიორკა - ბარსელონა 2:2
გოლები:
1:0 მურიკი (8), 1:1 რაფინია (51), 2:1 პრატსი (45+3), 2:2 ფერმინ ლოპესი (75)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული