ვალენსიურმა გაზეთმა ვინისიუსი პინოქიოს ცხვირით გამოსახა - "რეალი" აღშფოთებულია [PHOTOS]

AutoSharing Option
ვალენსიურმა გაზეთმა Superdeporte-მ გარეკანზე "რეალის" თავდამსხმელი ვინისიუსი პინოქიოს ცხვირით გამოსახა.

შეგახსენებთ, 21 მაისს "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩისას (1:0) შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მსაჯმა მასპინძელთა გუნდის მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვინისიუსი კი გააძევა.

ბრაზილიელმა განაცხადა, რომ რასისტულ გამოვლინებას მის მიმართ მხოლოდ 2-3 ფეხბურთელისგან კი არა, არამედ მთელი სტადიონისგან ჰქონდა ადგილი. "ვალენსიამ" ვინისიუსის ნათქვამს სიცრუე უწოდა და უარყოფა მოითხოვა.

Sportall.Ge

"რეალი" გამოცემის მიერ ვინისიუსის პინოქიოს ცხვირით გამოსახვის გამო აღშფოთდა. As-ის ცნობით, "სამეფო კლუბმა" Superdeporte გააკრიტიკა:

"საბრალო (გარეკანი) - ეს რბილადაა ნათქვამი. ეს ლამის
დანაშაულის ტოლფასია. მოწმეს ბრალს სდებენ იმაში, რომ სასამართლოში განცხადება მტკიცებულებების გარეშე გააკეთა, რაც მართლაც შოკისმომგვრელია".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოველთვის პატივს ვცემ ადამიანს,განსაკუთრებით რომ ვხედავ უცხოელს,ან უცხოს რომელიც ჩემს უბანში გადმოვიდა, იმიტომ რომ სტუმარია,რაღაც შინაგანად გვერდში დგომის ინსტიქტი მერთვება, მაგრამ თუ მისგან დავინახე ზედმეტი,ორმაგად უფრო ვბრაზდები და ვინისიუსმა და ზოგადად ეხლა ამ თემით მანიპულირებას ვინც ეწევა მაგათ უკვე ტვინი გაბურღეს.თქვე არასწორებო საქმე გააკეთეთ ნორმალურად,ზღვარის ფარგლებში,თქვენი კანის ფერს არავინ ერჩის,უბრალოდ ძალიან ცუდი ტიპები ხართ და ამიტომაც არ გცემენ პატივს და ნუ ცდილობთ თქვენი არაკაცობის კანის ფერით გადაფარვას,ადამიანებად იქეცით ისევ და ისევ პატივსაცემები გახდებით
საქართველო
23:31 07-10-2023
0
ეს ცხვირია?
meti porno
19:17 07-10-2023
0

სიახლეები პოპულარული