![](https://sportall.ge/pictures/image5/a49652dae2e412a4fe07a6ec709205ac.jpg)
"2014 წელს ჩემი შეძენა "რეალთან" ერთად "სიტისა" და პსჟ-საც სურდათ. ეს ბოლო 2 გაცილებით მეტ თანხას მთავაზობდა, ვიდრე მადრიდელები.
პერესმა დამირეკა და მეკითხება, რომელს ირჩევ, "ფულს თუ დიდებას"?! - ვუთხარი, რომ დიდებას ვირჩევდი. ამ კლუბზე უკეთესი არცერთია", - თქვა ხამესმა.
32 წლის ფეხბურთელი ამჟამად ბრაზილიური "სან პაულოს" ღირსებას იცავს.