ლა ლიგაში "ჟირონას" წარმატებულ ასპარეზობაში დიდი წვლილი უკრაინელ ლეგიონერებს ვიქტორ ციგანკოვსა და არტიომ დოვბიკს შეაქვთ. განსაკუთრებით 26 წლის თავდამსხმელი დოვბიკი გამოირჩევა, რომელმაც 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შესაბამისად მისმა სატრანსფერო ფასმაც მოიმატა - 23 მილიონი ევროდან 25 მილიონამდე.
Fichajes-ის ცნობით, დოვბიკის სამსახურით "ვესტ ჰემი", "ფულჰემი" და "ასტონ ვილა" დაინტერესდნენ და არაა გამორიცხული, კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არც ერთ კლუბთან არ დაწყებულა.