სკანდალი ლა ლიგაში - არბიტრი, რომელიც "ელ კლასიკოებს" სჯიდა და "რეალის" ფეხბურთელებს აძევებდა, "ბარსელონას" ფანი აღმოჩნდა

AutoSharing Option
El Chringuito-ს ჟურნალისტმა კრისტობალ სორიამ სკანდალური განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ლა ლიგის ყოფილი არბიტრი ედუარტე იტურალდე გონსალესი, რომელსაც 3 ელ კლასიკო აქვს განსჯილი, "ბარსელონას" დიდი გულშემატკივარია.

"მახსოვს, 2009 წელს, როდესაც "ბარსელონამ" "რეალი" 6:2 დაამარცხა, იმავე დღეს, 2 მაისს, "სევილია" "ვილიარეალს" ეთამაშებოდა და იტურალდეც ამ მატჩს ემსახურებოდა.

მას კარგად ვიცნობდი. ის გასახდელში შემხვდა და ვუთხარი, რომ კატალონიელებმა მადრიდში 6 გოლი გაიტანეს, რის შემდეგაც ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ეს გამარჯვება ერთად აღვნიშნეთ", - იხსენებს სორია. 

იტურალდე გონსალესი ლა ლიგის მატჩებს 1995 წლიდან
2012 წლის ჩათვლით ემსახურებოდა. მან "სამეფო გუნდის" 49 მატჩი განსაჯა, საიდანაც "ბლანკოსმა" 30 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 14-ში კი წააგო.

მანვე "ბლაუგრანას" შეხვედრის განსჯის უფლება 39-ჯერ მიიღო. კატალონიელთა ანგარიშზე 25 გამარჯვება 10 ფრე და 4 მარცხი მოდის.

უშუალოდ, გონსალესი ელ კლასიკოს მთავარი არბიტრი სამჯერ იყო და სამივე შემთხვევაში "ბარსელონამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა, ორ მათგანში კი "რეალის" ფეხბურთელი გააგდეს. 

1) ბარსელონა - რეალი 3:0 (1999 წლის 14 თებერვალი, გააძევეს რობერტო კარლოსი)
2) რეალი - ბარსელონა 0:3 (2005 წლის 19 ნოემბერი)
3) ბარსელონა - რეალი 5:0 (2010 წლის 29 ნოემბერი, ჯამში 12 ყვითელი ბარათი, სერხიო რამოსი კი გააძევეს).
მკითხველის კომენტარები / 21 /
ბარსას ჩელსისთან ნათამაშები ლიგის ნახევარფინალი ეყოფა, სამ თამაშს ეყოფოდა იმდენი ნაღდი პენალტი არ დადო მსაჯმა ბარსას კარში.ბალაკი გააგიჟეს
თემური
13:13 07-01-2024
2
ყველაზე ობიექტური და პროფესიონალი მსაჯი იყო მთელ ლა ლიგაში: კარიერის დასრულებისთანავე განაცხადა: რატომ უდგებიან რეალს, მსაჯები? იმიტომ რომ მათი უმრავლესობა მადრიდისტააო!
ლევანოზა
10:38 07-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული