ეს წარმოუდგენელია - "ბარსელონას" შეიძლება მოურინიო ჩაუდგეს სათავეში

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის ფინალში "რეალთან" 1:4 უშანსოდ წაგების შემდეგ გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, "ბარსელონას" მწვრთნელი ხავი გადააყენონ და უკვე მისი შესაძლო შემცვლელების თაობაზეც კი საუბრობენ.

El Nacional-ის მტკიცებით, ერთ-ერთ კანდიდატად "რომადან" გუშინ დათხოვნილი ჟოზე მოურინიო განიხილება, რომელმაც "რეალში" მუშაობისას კატალონიელ გულშემატკივრებს მთლად სასიამოვნოდ არ დაამახსოვრა თავი. აღნიშნულია, რომ "ბარსას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პორტუგალიელის დანიშვნის წინააღმდეგ წავა.

მოურინიო "სამეფო გუნდის" თავკაცი 2010-2013 წლებში იყო. ის "ბარსელონაში" 1996-2000 წლებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა.

აგრეთვე განიხილება რაფაელ მარკესის (ბარსელონა ატლეტიკი) და ტიაგო
მოტას (ბოლონია) კანდიდატურები.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დღევანდელი ბარსა რაც არის, ზუსტად შესაფერისია მოურინიოც! ჩავიმ აუცვას.
ლაშა
19:42 17-01-2024
1
დააფასეთ ხავი ჯობს ფეხბურთელობის დროს გენიოსი იყო და მინდორზე მასზე მეტი ვის ესწავლება. დრო მიეცით და დააფასეთ ფერან ტორესებით ღლაპი იამალებით და გავიებით ან ბებერი ლევანდოვსკით მეტი რა გააკეთოს?
გოგა
10:40 18-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული