ლა ლიგის 21-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ალმერია“ 3:2 დაამარცხა.
"სამეფო გუნდი" 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება და კომპენსირებულ დროში კარვახალის მიერ გატანილი გოლით გამარჯვების მოპოვება შეძლო.
„რეალს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 51 ქულით ლიდერია და 27 იანვარს გასვლაზე „ლას-პალმასს“ დაუპირისპირდება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ალმერია 3:2
გოლები: 0:1 რამაზანი (1), 0:2 გონსალესი (43), 1:2 ბელინგემი (57, პენ), 2:2 ვინისიუსი (67), 3:2 კარვახალი (90+9)