"რეალმა" ხოსელუს დუბლით "ხეტაფე" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-20 ტურის გადატანილ მატჩში „რეალმა“ გასვლაზე „ხეტაფეს“ 2:0 სძლია.

დუბლი 33 წლის თავდამსხმელმა ხოსელუმ შეასრულა, რომელმაც ჩემპიონატზე ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

„რეალის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, რომელიც კარიერის დასრულებას აპირებს, შეუცვლელად ითამაშა.

"სამეფო გუნდის" ფეხბურთელმა ანტონიო რიუდიგერმა მუხლის ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს. ახლა მადრიდელებს მწყობრში მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი ჰყავთ - ნაჩო.

„რეალმა“ პრიმერაზე ზედიზედ 6 გამარჯვება მოიპოვა, 57 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ჟირონას“ 2 ქულით უსწრებს და 5 თებერვალს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 15 264 მაყურებელი
ხეტაფე - რეალი 0:2

გოლები: 0:1 ხოსელუ (14), 0:2 ხოსელუ (56)

მკითხველის კომენტარები / 3 /
სულ რომ კასტილიას სასტავით მოუწიოთ თამაში მაინც ჩემპიონები გახდებიან
ნიკა
02 თებერვალი 2024 02:12
1
ჟირონა კარგად მიდის მაგრან მალე დაეწყებათ კრიზისი. გარდაუვალია რეალის ჩემპიონობა წელს რაც არ უნდა საწყენი იყოს.
ნიკა
02 თებერვალი 2024 19:45
1
წელს ჩემპიონობა ჟირონასია! ისეთი ტემპით მიდიან ჩემპიონობისკენ, რო ვეღარავინ გადაუღობას გზას! რეალს და მაჩანჩალა ბარსას, ეყოთ ლალიგის ჰეგემონია! ორივემ უნდა აუცვას.
ლაშა
02 თებერვალი 2024 15:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული